თითოეულ ამწე მოწყობილობას მოყვება მოხმარების სახელმძღვანელო ინსტრუქცია. აღჭურვილობის გადაცემამდე ჩვენი სპეციალისტები გაჩვენებენ ყველა ფუნქციას და შეგასწავლიან მათ სწორად გამოყენებას. ტექნიკის მომხმარებელზე გადაცემის დროს მას მივაწვდით ინსტალაციის დეტალურ ინსტრუქციას, რომლის ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომია ჩვენს ვებგვერდზე.
რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?
სამშენებლო მოწყობილობების გაქირავება
ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ ცნობილ მწარმოებლებთან
ტექნიკის ფართო არჩევანი
ხშირად დასმული შეკითხვები
ამწეებისა და ხარაჩოების გაქირავება მთელი საქართველოს მასშტაბით
Robirent.ge ევროპული ROBIRENT ჯგუფის ნაწილია, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს უმსხვილეს კომპანიას და ოპერირებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში, გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთში. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ამწე მოწყობილობების გაქირავების სერვისს საქართველოს მასშტაბით. ოფისები და სერვისცენტრები გვაქვს თბილისსა და ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ ტექნიკის ფართო არჩევანს ნებისმიერი სახის სამუშაოების შესასრულებლად.
ჩვენი ყველა მოწყობილობა Genie-ს ბრენდისაა და დამზადებულია წამყვანი ამერიკული კომპანია TEREX-ის მიერ. ეს მანქანები ცნობილი და გამორჩეულია მაღალი ხარისხით, მოხმარების სიმარტივით და საიმედოობით, რის გამოც მსოფლიოს მასშტაბით მომხმარებლების აღიარებასა და მოწონებას იმსახურებს.
გაქირავებაში არსებული აღჭურვილობა;
მაკრატელა ლიფტები. მაკრატელა ამწე უზრუნველყოფს ადამიანებისა და ტვირთის ვერტიკალურ აწევას. იგი აქტიურად გამოიყენება, როგორც სამშენებლო ობიექტებზე, ასევე შიდა სამუშაოებზე. ამ ამწეებს ხშირად თვითმავალ პლატფორმებს, მობილურ ამწეებს ან სამშენებლო ამწეებს უწოდებენ.
აღნიშნული ამწეები შექმნილია სხვადასხვა ზედაპირისთვის. ტვირთამწეობასა და კომპაქტურ ზომას შორის არსებული ბალანსი მათ იდეალურს ხდის ვიწრო სივრცეებში სამუშაოდ. მაკრატელა ამწეების სიმაღლე 4.2-დან 22 მეტრამდე მერყეობს.
მბრუნავი ამწე კალათები. მბრუნავი ამწე კალათები გამოიყენება ძნელად მისადგომ ადგილებში, სადაც მაკრატელა ამწეებს წვდომა არ შეუძლიათ. მათი მოქნილი სტრუქტურა უზრუნველყოფს წვდომას ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებშიც კი. სამუშაო სიმაღლე 7.65-დან 48.33 მეტრამდე მერყეობს. ამ ამწეების სამუშაო სიმაღლე 7.65-დან 48.33 მეტრამდე მერყეობს.
ალუმინის მოძრავი ხარაჩოები.აღნიშნული მობილური ხარაჩოები გამოიყენება სიმაღლეებთან სამუშაოდ. მათ აქვთ რეგულირებადი ბორბლები და ფეხები, რაც უზრუნველყოფს სტაბილურობას და მედეგობას მძიმე ტვირთების მიმართ. მათ უპირატესობას წარმოადგენს მობილურობა და მსუბუქი კონსტრუქცია, რის გამოც ადვილდება მათი გადაადგილება საჭიროებისამებრ. ალუმინის ხარაჩოების სამუშაო სიმაღლე 14 მეტრამდე აღწევს.
გაქირავების მოქნილი პოლიტიკა
ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ გაქირავების მოქნილ და ხელსაყრელ პირობებს. გაქირავების სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც კომპანიებს, ასევე ფიზიკურ პირებს.
ჩვენი ამწე მოწყობილობების გამოყენება სიმაღლეზე მუშაობას მნიშვნელოვნად ამარტივებს და სხვა ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით ბევრად უსაფრთხოა.
თუკი თქვენ ეძებთ სანდო პარტნიორს ამწეების გაქირავების სფეროში, მაშინ აირჩიეთ Robirent.ge. ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები მზად არიან გიპასუხონ ნებისმიერ შეკითხვაზე და დაგეხმარონ თქვენი კონკრეტული საჭიროებების შესაბამისი აღჭურვილობის შერჩევაში.