იჯარის პირობები

ფიზიკური პირებისთვის:

  • პირველი გაქირავებისას, ფორმდება ინვენტარის გაქირავების ხელშეკრულება.
  • მოიჯარემ უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის:

  • მეიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს წინასწარი გადახდა ინვენტარის მოიჯარისთვის გადაცემამდე.
  • მეიჯარეს უფლება აქვს მოითხოვოს ფინანსური უზრუნველყოფის გარანტია (დეპოზიტი) მოიჯარისგან. დეპოზიტის ოდენობას განსაზღვრავს მეიჯარე, მაგრამ დეპოზიტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ინვენტარის შესყიდვის ღირებულებას.
  • მოიჯარემ დეპოზიტი უნდა გადაიხადოს საბანკო გადარიცხვით. დეპოზიტი ბრუნდება 1-5 სამუშაო დღის განმავლობაში ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
  • შაბათ-კვირასა და ოფიციალურ უქმე დღეებში ტექნიკას ქირა არ ერიცხება, იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკა აღნიშნულ დღეებში არ მუშაობს.
  • ერთი სამუშაო დღე განისაზღვრება 8 საათით – ყოველი დამატებითი საათისთვის კონკრეტულ აღჭურვილობას დამატებით გასაქირავებელი ფასის 12.5% ერიცხება. ყველა მანქანა აღჭურვილია სპეციალური გადამცემებით, რომლებიც აღრიცხავენ სამუშაო საათებს.
  • მოიჯარემ ინვენტარი უნდა დააბრუნოს ტექნიკურად გამართული და სუფთა, იმაზე არაუარეს მდგომარეობაში ვიდრე ინვენტარი იყო ქირავნობის საწყის ეტაპზე. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულია აღჭურვილობის მოხმარებისგან გამოწვეული ბუნებრივი ცვეთა.
  • ტექნიკის დაბრუნებისას, მოიჯარემ ასევე უნდა დააბრუნოს ყველა თანმხლები აქსესუარი (ინსტრუქციები, ექსპლუატაციის წესები და ა.შ.). აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში მეიჯარეს უფლება აქვს მოიჯარისგან მოითხოვოს ზარალის ფინანსური ანაზღაურება.
  • ინვენტარი გადაეცემა სავსე საწვავის ავზით და მოიჯარე ვალდებულია დააბრუნოს იგი იმავე მდგომარეობაში. თუ ინვენტარი დაბრუნდება არასრული საწვავის ავზით, მოიჯარე მოიჯარე ვალდებულია აანაზღაუროს საწვავის ღირებულება.

 

ინვენტარის დაბრუნების ვადები:

    • 08:00 სთ. – 18:00 სთ. ან მეორე დღის 10:00 საათამდე (ავტომატური და მისაბმელიანი ტიპის ამწეებისთვის: 07:00 სთ. – 08:00 სთ.).
    • თუ ინვენტარის დაბრუნება აღნიშნულ ვადებში ვერ მოხერხდა, დაგერიცხებათ მთელი დღის ქირის საფასური.
    • მეიჯარეს უფლება აქვს უარი თქვას ინვენტარის გაცემაზე, თუ მოიჯარე:
      • ვერ წარმოადგენენ პირადობის დამადასტურებელ საჭირო დოკუმენტებს.
      • ვერ ახერხებს საჭირო დეპოზიტის გადახდას.
      • აქვს დავალიანება

ინვენტარის იჯარის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ Robirent.ge-ს.